VIDEO: იტალიის მორიგი ფიასკო - ბელგიასთან განადგურება და ჯგუფში მე-3 ადგილი
28 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის A დივიზიონის მე-6 ტურში იტალიის ნაკრები სტუმრად ბელგიასთან განადგურდა.
ესპოზიტოს მე-11 წუთზე გატანილი გოლის შემდეგ, იტალიელებმა საკუთარ კარში 4 გოლი გაუშვეს და ჯგუფში მე-3 ადგილს დასჯერდნენ.
არადა, 5 ტურის შემდეგ სკუადრა აძურა პირველ ადგილს იკავებდა და 1/4 ფინალში გასვლის მთავარ ფავორიტადაც მოიაზრებოდა.
შედეგად, ჯგუფიდან საფრანგეთი და ბელგია გავიდნენ ერთა ლიგის 1/4 ფინალში, იტალიამ კი უბრალოდ A დივიზიონის ადგილი შეინარჩუნა და მიმდინარე ერთა ლიგაზე გამოსვლა დაასრულა.