ჩრდილოეთ ირლანდიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, უკრაინის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ანატოლი ტრუბინმა გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილება ვერ დამალა და საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
მისი თქმით, ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, მომავალ შეხვედრაში ყველაფერი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მომზადებაზე იქნება დამოკიდებული.
შესაძლოა, დიდი ნეგატივი წამოვიდეს და სრულიად დამსახურებულადაც. ვნახოთ, როგორ მოვახერხებთ ამ მატჩისთვის ფსიქოლოგიურად მომზადებას. მოედანზე უნდა გავიდეთ, ბოლომდე დავიხარჯოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ
ტრუბინმა ასევე ხაზი გაუსვა მესამე კალათაში მოხვედრის ფაქტს და განაცხადა, რომ გუნდი ზუსტად იმას იღებს, რასაც თამაშით იმსახურებს.
უკრაინელებმა ზედიზედ 4 მატჩში ვერ მოახერხეს გამარჯვება (1 ფრე, 3 წაგება). კიდევ უფრო მძიმეა საქართველოს ნაკრების სტატისტიკა: 9 გადაბმული ოფიციალური შეხვედრა მოგების გარეშე (2 ფრე, 7 წაგება).