საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მომავალ დაპირისპირებას უკრაინულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გამოცემა Sport.ua-სთან ინტერვიუში თავისი ქვეყნის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, იაროსლავ ხომამ მომავალი მატჩი შეაფასა და საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა.
მისი აზრით, უკრაინა სლოვაკეთში არ დამარცხდება, რისი მთავარი მიზეზიც ჩვენი გუნდის ლიდერის არყოფნაა:
მომდევნო კვირას ქართველებთან მგონია, რომ არ წავაგებთ, რადგან მათ მთავარი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია არ ეყოლებათ და მეეჭვება, ამ თამაშში გამარჯვება შეძლონ
მიუხედავად ამ ოპტიმიზმისა, ვეტერანმა ფეხბურთელმა საკუთარი გუნდიც მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ანდრეა მალდერას ფორმაციის ნაკრებს განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია და საწყის მატჩებში მათ მხარეს უბრალოდ იღბალი იყო. მან უკრაინელთა ბოლო 3 მარცხზეც ისაუბრა და გულწრფელად აღნიშნა:
ასეთია რეალობა, ასეთი საშუალო დონე აქვს ჩვენს ნაკრებს. თუმცა, ვფიქრობ, საქმე დაქვეითებამდე არ მივა
ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში ფრედ, 0:0 დასრულდა. ჯგუფის გადამწყვეტი შეხვედრა 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში, ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება, თბილისის დროით 23:45 საათზე.