პარი სენ-ჟერმენისა და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე იძულებითი პაუზის დროს Twitch-ის პლატფორმაზე პირველი ლაივ-სტრიმი შემოგვთავაზა.
25 წლის ფეხბურთელმა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსელონასთან მატჩის დროს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.
გასულ თვეში წარმატებული ოპერაციის შემდეგ კვარაცხელია სარეაბილიტაციო კურსს გადის და მწვანე მოედანს დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება.
გულშემატკივრებთან კომუნიკაციის შესანარჩუნებლად, ქართველმა თავდამსხმელმა გადაწყვიტა, რომ აღდგენითი პერიოდის განმავლობაში ლაივ-ჩართვები ხშირად ჩაატაროს"
ექვსი თვის განმავლობაში ფეხბურთის თამაშს ვერ შევძლებ და ამ პერიოდში ლაივ-სტრიმებით შემოვიფარგლები.
პირველი ლაივის დროს მან დასძინა, რომ რეაბილიტაციის პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ეტაპობრივად ვარჯიშებსაც აგრძელებს.