ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ეგიდით, თანალიდერი იბერია 1999 გასვლით შეხვედრაში სპაერს ხვდება.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილი საქართველოს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი თამაშს ასეთი თერთმეტეულით იწყებს:
იბერია 1999 (4-2-3-1): მაკარიძე - ამისულაშვილი, ბოჭორიშვილი, ჩანჩარი, ტიბუე - ქარდავა, დადიანი - კაფე, სიხარულაშვილი, ბერიძე - ძაგანია.
მასპინძლებს ნიკა ჩაგუნავა ჰყავთ დისკვალიფიცირებული, ხოლო იბერიელთა მხარეს ამავე მიზეზით დაცვის ორი გამორჩეული წევრი ვერ თამაშობს - გიორგი ქობულაძე და კაპიტანი გიორგი ჯინჯოლავა.
სწორედ სპაერია ის გუნდი, რომელმაც გასულ უქმეებზე ლიდერ დინამო ბათუმს ამ სტადიონზე მოუგო და იბერიას თანალიდერობის შანსი მისცა.
32 ტურის შედეგებით, იბერია 1999-სა და დინამო ბათუმს 59-59 ქულა აქვთ, დინამო თბილისი მათ 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო რუსთავი - 3-ით.
შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ის სტადიონზე 19:00 საათიდან იწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბრის 21:45 საათიდან იბერია კონფერენს ლიგის მატჩს მიხელ მესხის სტაიდიონზე ხეტაფესთან ჩაატარებს. ბილეთების ყიდვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
სპაერი V იბერია 1999 - ურთიერთშეხვედრების ისტორია
ამირან ძაგანიას გამორჩეული სტატისტიკა სპაერის წინააღმდეგ