ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის კანდიდატობასა და მის მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა.
„მსურს, რომ ჩემი ოჯახი და ჩემი ქვეყანა ვასახელო და ვაამაყო.
ვფიქრობ, დიდი საფეხბურთო ქვეყნებისთვის რთულია იმის გაგება, თუ რას ნიშნავს ეს პატარა ქვეყნისთვის.
ოქროს ბურთის პრეტენდენტებს შორის ყოფნა და ამ გამორჩეულ ფეხბურთელებთან ერთად დასახელება ჩემთვის დიდი სიამაყის წყაროა.
რა თქმა უნდა, მისი მოგება უდიდესი სიამოვნება იქნებოდა და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი." - განაცხადა ქართველმა BBC Sport-თან ინტერვიუში.
ოქროს ბურთის გამარჯვებული 26 ოქტომბერს ლონდონში გამოვლინდება.
,,კვარას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - არველაძე ოქროს ბურთზე