იტალიის სერია ა-ს მე-5 ტურში ფროზინონემ საკუთარ მოედანზე კომო მიიღო.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი კვერნაძე, რომელმაც მოედანზე 80 წუთი გაატარა და მორიგი გოლი გაიტანა.
მე-14 წუთზე ანგარიში ჯაკომო კალომ გახსნა, პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი ფროზინონეს კონტრ-შეტევა ქართველმა ფეხბურთელმა დააგვირგვინა.
გიორგი კვერნაძემ სერია ა-ს ზედიზედ მე-3 მატჩში შეძლო გოლის გატანა, ზედიზედ მე-4 შეხვედრაში კი საგოლე მოქმედება მიითვალა.
ამ მოგებით ფროზინონემ სატურნირო ცხრილში 10 ქულა დააგროვა და სწორედ კომოს გაუთანაბრდა. გუნდები მე-5 და მე-6 ადგილზე იმყოფებიან.
ქართველ ფეხბურთელს კი იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში უკვე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს და ბომბარდირთა სიის ხუთეულშია.