უეფას კონფერენს ლიგის ძირითადი ეტაპის წინ იბერია 1999 ძლიერდება.
Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ბერიძე კარიერას სწორედ საქართველოს ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, 29 წლის შემტევმა უკვე გააფორმა კონტრაქტი იბერია 1999-თან და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
გიორგი ბერიძემ კარიერა გორის დილაში დაიწყო და სხვადასხვა დროს ბელგიურ, სლოვაკურ, უნგრულ და თურქულ კლუბებში ითამაშა.
შემტევ ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.
კალენდარი გაირკვა - რომელ დღეებში ითამაშებს იბერია კონფერენს ლიგის მატჩებს?