საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ოქროს ბურთის მოგების 3 მთავარი კანდიდატი დაასახელა.
“ტრადიციულად, ოქროს ბურთის გამარჯვებული ის ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო თამაში აჩვენა. ამიტომ, როცა ოქროს ბურთზე საუბარი დავიწყეთ, თუ გახსოვთ, ზუსტად იმ დღეს დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი და უკვე საკმაოდ ნათელი იყო, ვინ იყო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი.
სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ სეზონის განმავლობაში, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ის აკეთებდა და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა, ჩემთვის ოლისე N1 იყო.
ამ მომენტში ჩვენ უკვე საბოლოო ეტაპზე ვართ, რადგან საუბარი ოქროს ბურთზეა. ზოგისთვის ეს უბრალოდ ოქროს ბურთია, მაგრამ ჩემთვის სხვა კრიტერიუმებიც მნიშვნელოვანია.
სამწუხაროდ, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი ტურნირით ამის განსაზღვრა არ შეიძლება. ამიტომ ოქროს ბურთის შემთხვევაში მთლიან სეზონს უნდა შევხედოთ.
თუმცა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი აშკარა საუკეთესო ფეხბურთელი არ გვყავს, უნდა დავაკვირდეთ, ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი მთლიან რეგულარულ სეზონში.
სეზონის შედეგების, ტიტულებისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, დღეს, ჩემი აზრით, მხოლოდ სამი ფეხბურთელის დასახელება შემიძლია. ესენი არიან: კვარა, მბაპე და კეინი.
დანარჩენების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ სამმა ფეხბურთელმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. განსაკუთრებით კვარამ ითამაშა ძალიან მაღალ დონეზე და სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, ის იმსახურებს ამ აღიარებას და იმედი მაქვს, მოიგებს ოქროს ბურთს.
6 წლის განმავლობაში, რაც საქართველოში ვარ, არაერთი გამოკითხვა ჩატარდა და ყოველთვის ხვიჩა გამყავდა პირველ ადგილზე, მაშინაც კი, როცა შესაძლოა საუკეთესო ფორმაში არ იყო. ამისთვის აქ არავის უთქვამს კომპლიმენტი, ერთი ინტრვიუ და ამხელა აჟიოტაჟი მოყვა. ეს თავს უპატივცემულოდ მაგრძნობინებს.
ყოველთვის სამართლიანი ადამიანი ვარ და ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. შეცდომებსაც ვუშვებ, გულწრფელი ვარ.” - სანიოლის სიტყვებს Geo Team ციტირებს.