უკრაინის თასის მატჩში მიღებული მუხლის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მოახლოებულ მატჩებში ირაკლი აზაროვი ვერ დაეხმარება.
ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, პრესკონფერენციაზე აზაროვის შემცვლელი დაასახელა.
ფრანგმა სპეციალისტმა ირაკლის ნაცვლად ნაკრებში 18 წლის საბა ხარებაშვილს უხმო, რომლის ოფიციალური დებიუტიც თურქულ ბაშაქშეჰირში ცოტა ხნის წინ გალათასარაისთან მატჩში შედგა.
ხარებაშვილი თავდაპირველად U21 ნაკრებში იყო გამოძახებული, თუმცა აზაროვის ტრავმის შემდეგ ის ეროვნულ გუნდს შეუერთდება.
საბას დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2025 წლის ივნისში, ფარერის კუნძულებთან ამხანაგურ მატჩში შედგა. მაშინ 16 წლის ხარებაშვილი ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.
ერთი დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგისთვის