ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში ნიუკასლი სენტ ჯეიმს პარკზე ჰალ სიტის მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ,,კაჭკაჭების" მთავარი გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა ვახტანგ სალია, რომელიც ნიუკასლის 21-წლამდე გუნდის წევრია.
19 წლის ქართველმა შემტევმა სეზონის სტარტზე U21 გუნდში 3 გოლის გატანა შეძლო და შედეგად პრემიერ ლიგის განაცხადში შეყვანაც დაიმსახურა.
სალიასთან ერთად ნიუკასლის განაცხადში ასევე პირველად მოხვდნენ: კირან ტომპსონი, მაიკლ მილსი და მიოდრაგ პივაში.
ნიუკასლისა და ჰალის მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, ქართველი კი შეხვედრას სათადარიგო სკამზე დაიწყებს.
სალიას ბრწყინვალე სტარტი - რას ამბობს მასზე მწვრთნელი?