VIDEO: საგოლე მოქმედება აიაქსთან - იეგოიანი ასისტენტებში გალიდერდა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
აიაქსი და ექსელსიორი იოჰან კრუიფ არენაზე ერთმანეთს 2:2 დაუზავდნენ.
ამ შედეგით ექსელსიორი ერედივიზიის სატურნირო ცხრილში მე-7-დან მე-6 ადგილზე გადავიდა.
23-ე წუთზე ტრავმირებული კაიო ენრიკეს ნაცვლად მოედანზე ოუენ ვეინდალი შევიდა. 32-ე წუთზე კი იულიან ბრანდტმა აიაქსი დააწინაურა. პირველი ტაიმის კომპენსირებული დროის პირველ წუთზე ლენარდ ჰარტიესმა ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმში, 62-ე წუთზე, აიმენ სლიტიმ ახლო მანძილიდან გატანილი გოლით ექსელსიორი წინ გაიყვანა. თუმცა სტუმართა უპირატესობა მხოლოდ ორი წუთი გაგრძელდა, კასპერ დოლბერგის ნაცვლად მოედანზე შესულმა ტოლუ აროკოდარემ 64-ე წუთზე ანგარიში 2:2 გახადა.
სლიტის გოლისას საგოლე გადაცემა ირაკლი იეგოიანმა შეასრულა. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში უკვე 5 ასისტი აქვს და ამ მაჩვენებლით ერედივიზიაში პირველ ადგილზეა.
სტუმართა მეკარე სტეინ ვან გასელმა 6 სეივი შეასრულა და ექსელსიორს აიაქსის ძლიერი ზეწოლის გაძლებაში დაეხმარა. ამსტერდამელებმა მატჩის მიწურულს ბურთი ძელს 3-ჯერ მოარტყეს.
აიაქსმა შეხვედრა ბურთის ფლობის 80.8%-იანი მაჩვენებლით დაასრულა და მეტოქის კარისკენ 33-ჯერ დაარტყა, საიდანაც 8 ზუსტი იყო. ექსელსიორმა კი მხოლოდ 4 დარტყმა შეასრულა, კარში ზუსტად 2-ჯერ დაარტყა და ორივე შემთხვევაში გაიტანა.
მომდევნო ტურში აიაქსი“საკუთარ მოედანზე ნაიმეგენს უმასპინძლებს, ხოლო ექსელსიორი გრონინგენს მიიღებს.
ირაკლი იეგოიანმა აიაქსთან მატჩი სრულად ჩაატარა და ერედივიზიის 7 ტურის შემდეგ მის ანგარიშზე 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.