საქართველოს ჩემპიონატის 34-ე ტურის ეგიდით ჩატარებულ მატჩში ეროვნული ლიგიდან უკვე ოფიციალურად გავარდნილი ტყიბულის მეშახტე წყალტუბოში ჩემპიონობისთვის მებრძოლ დინამო თბილისს დაუპირისპირდა.
შეხვედრაში სცენარი პირველივე ტაიმში სენსაციურად განვითარდა. 26-ე წუთზე ანგარიში გიორგი ბურდულმა გახსნა, 41-ე წუთზე კი რაფაელ ლიმამ სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში მეშახტემ კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხე, 51-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით ანგარიში გამანადგურებელი გახდა და საბოლოოდ დინამო თბილისი 3-0 დამარცხდა.
ამ მძიმე მარცხით თემურ ქეცბაიას გუნდი საჩემპიონო ბრძოლას გამოეთიშა და ყველაფერი დინამო ბათუმსა და იბერია 1999-ს შორის გადაწყდება, რომელთაც ურთიერთშეხვედრაც აქვთ დარჩენილი.
1. დინამო ბათუმი - 65 ქულა
2. იბერია 1999 - 63 ქულა
3. დინამო თბილისი - 62 ქულა (მატჩით მეტი)
4. რუსთავი - 59 ქულა
იბერია 1999-ისა და დინამო ბათუმის მნიშვნელოვანი მატჩი 1 დეკემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე, გაიმართება.