თბილისის იბერია 1999-ისა და ბათუმის დინამოს ურთიერთშეხვედრების 45-მატჩიანი ისტორია აჩვენებს, რომ როდესაც თბილისური გუნდი მასპინძლის სტატუსით თამაშობს, სტატისტიკური უპირატესობა მის მხარესაა.
ასეთ 21 დაპირისპირებაში იბერიამ 10 შეხვედრა მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 4-ჯერ წააგო.
საგულისხმოა, რომ იბერია 1999-ს სახლში დინამო ბათუმთან 2023 წლის დეკემბრის თასის მატჩის შემდეგ აღარ წაუგია. ამ პერიოდში თბილისურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე 3:0 და 5:1 იმარჯვა, 2026 წლის 29 მაისს გამართულ შეხვედრაში კი მეტოქეს 1:0 სძლია.
ამასთან, ფრეების წილი საკმაოდ მაღალია. იბერიის მასპინძლობით გამართული ყოველი მესამე მატჩი გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე დასრულდა.
გუნდებს შორის ურთიერთდაპირისპირებების საერთო 45-მატჩიანი ბალანსი ასე ნაწილდება: იბერია 1999-ს 18 მოგება, 12 ფრე და 15 წაგება აქვს.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ლიგის უმნშვნელოვანეს, სატიტულო მატჩს 1-ელ დეკემბერს იბერია 1999 ბათუმის დინამოს წინააღმდეგ სწორედ სახლში გამართავს.