პანამაში გამართულ კრივის მსოფლიო ფედერაციის კონგრესზე საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის მთავარი სპეციალისტი მარიამ დუნდუა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
ისტორიაში პირველად საქართველოს წარმომადგენელი კრივის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს.
მარიამ დუნდუას ქართული კრივის განვითარებაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
იგი სხვადასხვა დროს საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობასაც იკავებდა და აქტიურად იყო ჩართული სპორტის საერთაშორისო მიმართულებით განვითარებაში.