ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების ერედივიზიონში მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა.
ეგოიანი ექსელსიორს სტუმრად ფეინოორდთან როტერდამული დერბის მოგებაში (3:2) დაეხმარა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მე-40 წუთზე დანიშნული პენალტი ეგოიანმა ზუსტად შეასრულა და გუნდი 1-2 დააწინაურა.
ეგოიანისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლია, მის ანგარიშზე ასევე ხუთი საგოლე გადაცემაა.