ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა, ინიგო პერესმა ბარსელონასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.
ინიგომ აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობა გუნდში არსებულ ვითარებას გარკვეულწილად ჰგავს. მისი თქმით, მიქაუტაძეს განსაკუთრებული თვისებები ჩანს, თუმცა ისინი ბოლომდე ჯერ არ გამოვლენილა, რის გამოც გუნდს მისი მხარდაჭერა სჭირდება:
ვფიქრობ, გიორგი მიქაუტაძის ინდივიდუალური მდგომარეობა და ის, რაც მის თავს ხდება, გარკვეულწილად ჰგავს იმას, რა ვითარებაც გუნდშია შექმნილი. ეს ნათელი მაგალითი და პარალელია: ყველანი ვხედავთ რაღაცას ვილიარეალში და ყველანი ვხედავთ რაღაც განსაკუთრებულს მიქაუტაძეში, რაც რეალურია, მაგრამ ბოლომდე ჯერ არ გამოვლენილა.
იმედი მაქვს, როდესაც ეს ფეხბურთელები გოლების გატანას დაუბრუნდებიან და ითამაშებენ იმ დონეზე, რომელზეც რეალურად არიან და რაც უკვე ვნახეთ და დაამტკიცეს, გუნდიც იზეიმებს, კარგ მდგომარეობაში იქნება და დავიკავებთ იმ ადგილს, სადაც უნდა ვიყოთ. ის, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, მიქაუტაძის დახმარებაა, რათა ამ დონეს მიაღწიოს. თუ მისი ოცნება დიდ გუნდში თამაშია, მაშინ მან ეს უნდა აიხდინოს და ყველამ ერთად ვიზეიმოთ - მას შემდეგ, რაც ის წარმატებას ვილიარეალში მიაღწევს.