იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
პერესი ნეგრეირას საქმეზე: "არ გავჩერდები, სანამ..."
ფეხბურთიფეხბურთი

პერესი ნეგრეირას საქმეზე: "არ გავჩერდები, სანამ..."

29 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ნეგრეირას საქმეზე, ესპანური ფეხბურთის მმართველ ორგანოებსა და ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასზე მწვავე განცხადება გააკეთა.


პერესის თქმით, კლუბი ბოლომდე იბრძოლებს სიმართლის დასადგენად და არ გაჩერდება, სანამ პასუხისმგებელი პირები არ დაისჯებიან:


ჩვენ ვდგავართ მასშტაბური თაღლითობის წინაშე, რომელმაც მთელ სისტემაზე იმოქმედა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, რადგან სწორედ ჩვენი ლიგა იძლევა ევროტურნირებზე გასვლის საშუალებას. ის ფაქტი, რომ მსაჯთა იერარქიის მეორე პირი თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში იღებდა თანხებს, უკიდურესად მძიმეა.

თავად ნეგრეირამ აღიარა, რომ ბარსელონას სურდა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები არ მიიღებოდა. მინდა, ფაქტები გამოძიებული იყოს და შემიძლია გითხრათ, რომ არ გავჩერდები, სანამ პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ.


რეალის პრეზიდენტმა კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეალი ერთადერთი კლუბია, რომელმაც საქმეში ოფიციალური საჩივრით ჩაერთო და უეფა-საც მიმართა, მაშინ როცა ლა ლიგა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია უმოქმედოდ არიან:


ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბარსელონამ რიცხობრივი უპირატესობით 862 წუთი ითამაშა, მაშინ როცა მადრიდის რეალს უარყოფითი ბალანსი აქვს. ამასთან, VAR-ის გადამოწმების შემდეგ რეალის 42 გოლი გაუქმდა, რაც ბარსელონას ანალოგიურ მაჩვენებელზე (19) ორჯერ მეტია. მიმდინარე სეზონში 21 მსაჯია ისეთი, ვინც ნეგრეირას დროს დააწინაურეს და კიდევ ისინი გვიჩივიან ჩვენ.

ლა ლიგა სრულიად უმოქმედოა, დაკითხვებზე კითხვებიც კი არ დაუსვამთ. სიმართლის გარკვევის ნაცვლად, ტებასი ყოველდღე რეალს ესხმის თავს და ოქტომბერში ყველა ზღვარს გადავიდა, როდესაც რეალის ტელევიზია ნაციზმს შეადარა. ეს სამარცხვინო შეურაცხყოფაა და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ბარსელონა
ფლორენტინო პერესი
ლა ლიგა
La Liga
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პერესის ღია დაპირისპირება ტებასსა და ლაპორტასთან - რას გეგმავს რეალის პრეზიდენტი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესის ღია დაპირისპირება ტებასსა და ლაპორტასთან - რას გეგმავს რეალის პრეზიდენტი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მეორე მბაპე მადრიდის რეალში - ჟოზე მოურინიოს ტაქტიკური მიგნება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მეორე მბაპე მადრიდის რეალში - ჟოზე მოურინიოს ტაქტიკური მიგნება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა ბასტონისთვის იბრძვის: 70 მილიონი ევრო და ჩელსის კონკურენცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა ბასტონისთვის იბრძვის: 70 მილიონი ევრო და ჩელსის კონკურენცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, მიქაუტაძის დახმარებაა" - ვილიარეალის მწვრთნელი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, მიქაუტაძის დახმარებაა" - ვილიარეალის მწვრთნელი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

44 წთ წინ

პერესის ღია დაპირისპირება ტებასსა და ლაპორტასთან - რას გეგმავს რეალის პრეზიდენტი

News image

35 წთ წინ

მეორე მბაპე მადრიდის რეალში - ჟოზე მოურინიოს ტაქტიკური მიგნება

News image

32 წთ წინ

ბარსელონა ბასტონისთვის იბრძვის: 70 მილიონი ევრო და ჩელსის კონკურენცია

News image

2 წთ წინ

"რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, მიქაუტაძის დახმარებაა" - ვილიარეალის მწვრთნელი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება