ეროვნულ ლიგაში დღეს იბერია 1999-მა 34-ე მატჩი ჩაატარა, სამგურალთან 1:0 იმარჯვა და 63 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე გიორგი კუციამ გაიტანა. აღნიშნული გამარჯვებით გუნდმა უახლოეს მდევრებთან, დინამო თბილისსა და დინამო ბათუმთან სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა.
VIDEO: კუციას გამარჯვების გოლი - იბერიას მნიშვნელოვანი 3 ქულა სამგურალთან
ამ ეტაპზე მეორე ადგილზე დინამო თბილისია 59 ქულით (33 მატჩი), მესამე პოზიციას კი ასევე 59 ქულით, თუმცა ერთი ნაკლები შეხვედრით (32 მატჩი) დინამო ბათუმი იკავებს.
მეოთხე ადგილზე 56 ქულით (32 მატჩი) რუსთავია, მეხუთე პოზიციაზე კი ქუთაისის ტორპედო იმყოფება 44 ქულით (33 მატჩი).
ცხრილის ქვედა ნაწილში 43 ქულით (33 მატჩი) მეექვსეა დილა, მეშვიდე ადგილზე 39 ქულით (33 მატჩი) სამგურალია, მერვე პოზიციაზე კი 32 ქულით (34 მატჩი) სპაერი დგას.
ბოლო ადგილებზე არიან გაგრა (31 ქულა, 33 მატჩი) და ტყიბულის მეშახტე (23 ქულა, 33 მატჩი).
დღეს დინამო ბათუმი რუსთავს დაუპირისპირდება და ცხრილში უფრო მაღლა ასვლას შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, 21:45 საათზე იბერია კონფერენს ლიგაზე სახლში, მიხელ მესხის სტაიდიონზე ხეტაფეს უმასპინძლებს. ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.