VIDEO: ბუდუ ზივზივაძის გამომუშავებული პენალტი და მორიგი გოლი
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-6 ტურში ჰაიდენჰაიმი არმინია ბილეფელდს დაუპირისპირდა.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც მოედანზე 86 წუთი გაატარა და გოლის გატანაც მოახერხა.
30-ე წუთზე, როცა ჰაიდენჰაიმი 1-0 აგებდა, ქართველი თავდამსხმელი საჯარიმოში წააქციეს, მისივე გამომუშავებული პენალტი კი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1-1 გახადა.
საბოლოოდ მატჩი 2-2 დასრულდა და ჰაიდენჰაიმმა ქულა მოიპოვა, რითიც 13 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება.
ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 გოლი გაიტანა.