რუსთავში არსებული ამორტიზებული სტადიონის ნაცვლად, უეფას მე-4 კატეგორიის სტადიონის აშენდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აანონსებს, ინფორმაციას კი სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
"იგეგმება 8 000 მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის აშენება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ძირითადი სტადიონის არქიტექტურულ და საინჟინრო გადაწყვეტებს, არამედ მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის - მათ შორის სათადარიგო მოედნის, საშხაპეების, გასახდელების, პრესის სივრცეების, ავტოსადგომების, განათების, უსაფრთხოების სისტემებისა და სხვა აუცილებელ კომპონენტებს.
მშენებლობის დასრულების შემდეგ სტადიონი შეძლებს უმასპინძლოს როგორც ჩემპიონთა ლიგის მატჩებს, ისე სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებს, მათ შორის - ახალგაზრდულ და მასობრივ სპორტულ ღონისძიებებს", - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.