სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგმა სპეციალისტმა ნაკრებთან ახალი, 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ნაყოფიერი პერიოდი გვაქვს ვილი სანიოლთან ერთად და ბევრ წარმატებას მივაღწიეთ.
მინდა მადლობა გადავუხადო მას და დარწმუნებული ვარ, მომავალში, საქართველოს ნაკრებთან ერთად კიდევ უფრო მეტი შედეგს მიაღწევს". - ციტირებს კობიაშვილის სიტყვებს საქართველოს ნაკრების ოფიციალური ვებ-გვერდი nakrebi.ge.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები