• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
პარი სენ-ჟერმენს კვარაცხელიას ნაკრებში გაშვება არ სურს - AS
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

პარი სენ-ჟერმენს კვარაცხელიას ნაკრებში გაშვება არ სურს - AS

03 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ესპანური AS პარი სენ-ჟერმენისა, საქართველოს ნაკრებისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს.


"ფიფას ვირუსმა ისევ განგაშის სიგნალი გამოიწვია პარი სენ-ჟერმენში - ერთ-ერთ იმ კლუბში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სეზონის პირველ სანაკრებო შესვენებაზე.


საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ოქტომბრის ორი მატჩისთვის განაცხადი დაასახელა - პირველი შეხვედრა ესპანეთის წინააღმდეგ არის 11 ოქტომბერს, კვარაცხელია კი განაცხადში მოხვდა. ამ გარემოებამ პსჟ შეიძლება აიძულოს ჩაერიოს, რათა უზრუნველყოს, რომ მათი ტრავმირებული ფორვარდი პარიზში დარჩეს და რეაბილიტაცია გააგრძელოს.


სექტემბერში პარიზულმა კლუბმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია გააფრთხილა უსმან დემბელეს ფიზიკური მდგომარეობის შესახებ, რამაც კლუბსა და ფედერაციას შორის დაპირისპირება გამოიწვია. ოქროს ბურთის გამარჯვებულის უკრაინასთან მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ, პსჟ-მ ოფიციალურ წერილში მიუთითა, რომ ფეხბურთელი სათამაშოდ მზად არ იყო, თუმცა დეშამმა და ფედერაციამ ეს წერილი უგულებელყვეს და ფეხბურთელს მოედანზე დრო მისცეს, რამაც მისი ბარძაყის ტრავმის გამწვავება გამოიწვია.


კვარაცხელიას შემთხვევაში სიტუაცია სხვაგვარია, თუმცა შესაძლოა პსჟ-მ საქართველოს ნაკრების სამედიცინო შტაბს ოფიციალურად მიმართოს. თავდამსხმელმა ტრავმა გასულ შაბათს ოსერის წინააღმდეგ მიიღო, შესვენების შემდეგ შეცვლა მოითხოვა და ბარსელონასთან მონჟუიკზე გასამართი მატჩისთვის განაცხადიდან ამოაგდეს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ის ვერ დაეხმარება გუნდს კვირას ლილის წინააღმდეგაც, ხოლო სავარაუდო გამოჯანმრთელების ვადა დაახლოებით ათ დღედ განისაზღვრება.


ამ მიზეზით, პსჟ შეეცდება, რომ კვარა - გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი აქტივი და გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფის მთავარი ფიგურა – პარიზში დარჩეს და არ დააჩქაროს დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ეს ორი შეხვედრა - მათ შორის 11 ოქტომბრის მატჩი ესპანეთთან ელჩეში – მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადამწყვეტია, პარიზული კლუბის სამედიცინო შტაბი სხვა სცენარს არ განიხილავს, გარდა იმისა, რომ კვარაცხელიამ სრული რეაბილიტაცია საფრანგეთის დედაქალაქში უნდა გაიაროს." - წერია AS-ის სტატიაში.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
პსჟ
ქართული ფეხბურთი
საქართველო
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: მეორეც მოუგეს - შენგელიას ბარსა 1/2 ფინალურ სერიაში კომფორტულად იგებს

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მეორეც მოუგეს - შენგელიას ბარსა 1/2 ფინალურ სერიაში კომფორტულად იგებს
•კალათბურთი

კალათბურთი

კან-ინ ლის ბრწყინვალე შედეგი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კან-ინ ლის ბრწყინვალე შედეგი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„ფასდაუდებელია", - ბაიერნის პასუხი პსჟ-ს ინტერესზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ფასდაუდებელია", - ბაიერნის პასუხი პსჟ-ს ინტერესზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

2 დებიუტი - მორიგი ქართველი UFC-ში!

•ქართული

ქართული

2 დებიუტი - მორიგი ქართველი UFC-ში!
•ქართული

ქართული

News image

12 ივნ, 2026

VIDEO: მეორეც მოუგეს - შენგელიას ბარსა 1/2 ფინალურ სერიაში კომფორტულად იგებს

News image

12 ივნ, 2026

კან-ინ ლის ბრწყინვალე შედეგი

News image

12 ივნ, 2026

„ფასდაუდებელია", - ბაიერნის პასუხი პსჟ-ს ინტერესზე

News image

17 სთ წინ

2 დებიუტი - მორიგი ქართველი UFC-ში!

კომენტარები

ლინკის დაკოპირება