მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთისა და ნორვეგიის მატჩში უსმან დემბელემ ჰეთ-თრიკი შეასრულა.
განსაკუთრებული გამოხმაურება მის მესამე გოლს მოჰყვა. ფრანგმა ვარსკვლავმა გოლი თავისი პარიზელი თანაგუნდელის, ხვიჩა კვარაცხელიას საფირმო ჟესტით აღნიშნა.
ამ მომენტს სოციალურ ქსელში თავად ხვიჩაც მალევე გამოეხმაურა. კვარაცხელიამ ინსტაგრამის სთორიში დემბელეს აღნიშვნის ფოტო გამოაქვეყნა და თანაგუნდელს მუნდიალზე შესრულებული ჰეთ-თრიკი მიულოცა.
