მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ნორვეგიის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა.
ნორვეგიელთა მწვრთნელმა გუნდის ლიდერები, მათ შორის ერლინგ ჰალანდი და მარტინ ოდეგორი დაასვენა, ფრანგებმა კი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშეს.
ეს ფაქტი ანგარიშზე პირველივე ტაიმში აისახა, კერძოდ კი უსმან დემბელემ ჰეთ-თრიქი შეასრულა და წლევანდელ მუნდიალზე უკვე 4 გოლი დაუგროვდა.
ნორვეგიელთა მხრიდან კი ერთი ბურთი ტელო ოსგორმა გაქვითა და პირველი ტაიმი 1-3 დასრულდა.
მეორე ტაიმში ვიკინგებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა იორგენ ლარსენის დარტყმული პენალტი მაიკ მენიომ მოიგერია.
მატჩის კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შემოსული ბრედლი ბარკოლას საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით თამაშს წერტილი დეზირე დუემ დაუსვა და საბოლოო ანგარიში 1-4 დააფიქსირა.
პარალელურად მიმდინარე მატჩში სენეგალმა ერაყი 5-0 გაანადგურა და ჯგუფში საბოლოო სურათი ასეთი გამოვიდა:
1. საფრანგეთი - 9 ქულა
2. ნორვეგია - 6 ქულა
3. სენეგალი - 3 ქულა
4. ერაყი - 0 ქულა
პლეიოფში ნორვეგიის მეტოქე უკვე ოფიციალურად გაირკვა და ეს კოტ დ'ივუარის ნაკრები იქნება, ამ წყვილში გამარჯვებული კი 1/8 ფინალში ბრაზილია-იაპონიის მოგებულს შეხვდება.
ნორვეგიისა და კოტ დ'ივუარის მატჩი 30 ივნისს, 21:00 საათზე დაიწყება.