• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მე-3 ტური - გადამწყვეტი დღე G, H და I ჯგუფებში
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

მე-3 ტური - გადამწყვეტი დღე G, H და I ჯგუფებში

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასკვნით ფაზაში შედის.


მე-16 სათამაშო დღეს, G, H და I ჯგუფებში გადამწყვეტი შეხვედრები გაიმართება.


მოედანზე გასული 12 გუნდიდან 10-ს ჯერ კიდევ არ აქვს პლეიოფის საგზური მოპოვებული, თუმცა ზოგიერთის ამოცანა სხვებთან შედარებით უფრო მარტივია.


საფრანგეთმა და ნორვეგიამ უკვე გაინაღდეს 1/16-ფინალის საგზური, მაგრამ ბოსტონში მათი დაპირისპირება მაინც დიდ ინტერესს იწვევს.


მატჩი განსაზღვრავს, ვინ დაასრულებს I ჯგუფს პირველ ადგილზე. შეხვედრა კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის დუელადაც განიხილება - ორივეს ტურნირზე ამ დროისთვის 4 გოლი აქვს გატანილი.



გაცილებით მეტი დგას სასწორზე სენეგალისა და ერაყის შეხვედრაში. ორივე გუნდს 0 ქულა აქვს და პლეი-ოფში გასვლის ერთადერთი შანსი ჯგუფში მე-3 ადგილის დაკავებაა.

დიდი ალბათობით, ამისთვის გამარჯვება აუცილებელი იქნება.


H ჯგუფში ესპანეთი 2 ტურში დაგროვებული შედეგებით ლიდერია და ურუგვაის დამარცხების შემთხვევაში პირველ ადგილს ოფიციალურად გაინაღდებს.


ფრეც საკმარისი იქნება, თუ კაბო-ვერდე საუდის არაბეთს 5-ბურთიანი სხვაობით ან მეტით არ დაამარცხებს.


2 ქულაზე მყოფ ურუგვაის კი შეუძლია „ლა როხას“ გადაასწროს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს, თუ გვადალახარაში მოიგებს.



კაბო ვერდეს, რომელსაც ასევე ორი ქულა აქვს, დებიუტურ მსოფლიო ჩემპიონატზე სენსაციური სვლა შეუძლია გააგრძელოს და საუდის არაბეთთან გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში გავიდეს.


გარკვეულ სცენარში ფრეც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. თავის მხრივ, საუდის არაბეთი შემდეგ ეტაპზე გავა, თუ კაბო ვერდეს დაამარცხებს და ურუგვაი ესპანეთთან ვერ მოიგებს.


დღეს G ჯგუფის მატჩებიც გაიმართება, სადაც ოთხივე პოზიცია კვლავ ღიაა. ეგვიპტე ჯგუფს ლიდერობს ახალ ზელანდიასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატებზე მათი პირველი მოგება იყო.


ეგვიპტელები პირველ ადგილს გაინაღდებენ, თუ ირანს დაამარცხებენ. ფრეც საკმარისი იქნება, თუ ბელგია ახალ ზელანდიას 3 ან მეტი ბურთის სხვაობით ვერ მოუგებს.


ირანსაც აქვს შანსი, ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულოს - ამისთვის ეგვიპტე უნდა დაამარცხოს და ბელგიამ ახალ ზელანდიას ვერ უნდა მოუგოს.


ბელგია განსაკუთრებით მოტივირებული იქნება, რადგან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე გამოვარდა.


ისინი ჯგუფის სათავეში მოექცევიან, თუ ახალ ზელანდიას 3 ან მეტი ბურთის სხვაობით დაამარცხებენ და ეგვიპტე-ირანის მატჩი ფრედ დასრულდება.


ახალ ზელანდიას ჯგუფის მოგების შანსი აღარ აქვს, მაგრამ ისტორიაში მესამედ შეუძლია პლეი-ოფში გასვლა, თუ ბელგიას დაამარცხებს და ირანი ეგვიპტეს ვერ მოუგებს. მარცხის შემთხვევაში კი „ოლ უაითსი“ ნებისმიერ შემთხვევაში გამოეთიშება ტურნირს.


სავარაუდო შემადგენლობები


ნორვეგია - საფრანგეთი (26 ივნისი, 23:00)


ნორვეგია - ნილანდი; აერი, ჰეგემი, მიოლერ ვულფე, რაიერსონი; ბერგე, ოდეგორი, აურსნესი; ჰალანდი, სორლოთი, ნუსა.


საფრანგეთი - მენიო; კუნდე, სალიბა, უპამეკანო, დინი; კონე, რაბიო; დემბელე, ოლისე, ბარკოლა; მბაპე.


სენეგალი - ერაყი (26 ივნისი, 23:00)


სენეგალი - მენდი; კულიბალი, ნიახატე, დიატა, დიუფი; იდრისა განა გეიე, პაპე გეიე, ლამინ კამარა; ისმაილა სარი, ჯექსონი, მანე.


ერაყი - ბასილი; ჰუსეინ ალი, ტაჰსინი, ჰაშემი, დოსკი; ბაიეში, ალ-ამარი, ზაიდ ისმაილი, იკბალი; ქასემი, ჰუსეინი.


კაბო ვერდე - საუდის არაბეთი (27 ივნისი, 04:00)


კაბო ვერდე - ვოზინია; სტივენ მორეირა, დინეი ბორგესი, პიკო ლოპეში, სიდნი; კევინ პინა, ჟამირო მონტეირო, ტელმო არკანჟო, გარი როდრიგეში; რაიან მენდეში, ლივრამენტო.


საუდის არაბეთი - ალ-ოვაისი; აბდულჰამიდი, ალ-ტამბაქტი, ალ-ამრი, ლაჯამი, ალ-ჰარბი; ალ-ხაიბარი, ნასერ ალ-დავსარი, ალ-ჯუვაირი, სალემ ალ-დავსარი; ალ-ბრიკანი.


ურუგვაი - ესპანეთი (27 ივნისი, 04:00)


ურუგვაი - მუსლერა; ვარელა, კასერესი, ოლივეირა, სანაბრია; ვალვერდე, ბენტანკური, უგარტე, კანობიო; ვინიასი, არაუხო.


ესპანეთი - უნაი სიმონი; პედრო პორო, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია; როდრი, პედრი; ლამინ იამალი, დანი ოლმო, ბაენა; ოიარსაბალი.


ეგვიპტე - ირანი (27 ივნისი, 07:00)


ეგვიპტე - შობეირი; ჰანი, იასერ იბრაჰიმი, რაბია, აჰმედ ფატუჰი; მარვან ატია, მოჰანად ლაშინი; სალაჰი, ემამ აშური, ზიკო; მარმუში.


ირანი - ბეირანვანდი; რეზაიანი, ნემათი, ხალილზადე, მოჰამადი; მოჰები, ეზატოლაჰი, ღოდოსი, იუსეფი; ტორაბი, ტარემი.


ახალი ზელანდია - ბელგია (27 ივნისი, 07:00)


ახალი ზელანდია - კროკომბი; პეინი, ბინდონი, ბოქსალი, კაკაჩე; სტამენიჩი, ბელი; ჯასტი, სინგჰი, მაკკოვატი; ვუდი.


ბელგია - კურტუა; მეხელე, დე კუიპერი, მენიე, თეატე; დე ბრუინი, ტილემანსი, სალემაკერსი, რასკინი; ტროსარი; ლუკაკუ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

belgium
cape-verde-islands
egypt
france
iran
iraq
new-zealand
norway
saudi-arabia
senegal
spain
uruguay

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რატომ ჩაიტანა ნორვეგიის ნაკრებმა საკუთარი პროდუქტები აშშ-ში?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რატომ ჩაიტანა ნორვეგიის ნაკრებმა საკუთარი პროდუქტები აშშ-ში?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფიფას პოზიცია ლგბტქ+ უფლებებზე - ირანისა და ეგვიპტის პროტესტი უარყვეს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფიფას პოზიცია ლგბტქ+ უფლებებზე - ირანისა და ეგვიპტის პროტესტი უარყვეს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ჰალანდი მბაპეს წინააღმდეგ: ტიტანების დაპირისპირება

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ჰალანდი მბაპეს წინააღმდეგ: ტიტანების დაპირისპირება
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კონფლიქტი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ - ურუგვაის ნაკრებში განხეთქილებაა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კონფლიქტი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ - ურუგვაის ნაკრებში განხეთქილებაა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

23 სთ წინ

რატომ ჩაიტანა ნორვეგიის ნაკრებმა საკუთარი პროდუქტები აშშ-ში?

News image

23 სთ წინ

ფიფას პოზიცია ლგბტქ+ უფლებებზე - ირანისა და ეგვიპტის პროტესტი უარყვეს

News image

1 სთ წინ

ჰალანდი მბაპეს წინააღმდეგ: ტიტანების დაპირისპირება

News image

1 სთ წინ

კონფლიქტი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ - ურუგვაის ნაკრებში განხეთქილებაა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება