• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ჰალანდი მბაპეს წინააღმდეგ: ტიტანების დაპირისპირება
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ჰალანდი მბაპეს წინააღმდეგ: ტიტანების დაპირისპირება

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საფრანგეთმა და ნორვეგიამ უკვე გაინაღდეს მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალის საგზური, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოსტონის სტადიონზე მათი დაპირისპირება მხოლოდ იმის გასარკვევად გაიმართება, თუ ვინ დაასრულებს I ჯგუფს პირველ ადგილზე.


და, რა თქმა უნდა, ყველა მზერა კილიან მბაპესა და ერლინგ ჰალანდისკენ იქნება მიმართული, რომლებმაც ტურნირი ბრწყინვალედ დაიწყეს.


მას შემდეგ, რაც დეკემბერში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრამ ნორვეგია და საფრანგეთი ერთ ჯგუფში მოაქცია, გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ 26 ივნისს ჰალანდისა და მბაპეს დაპირისპირებას.


თუმცა მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ორივე ფეხბურთელი მასაჩუსეტსში კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში ჩავიდოდა.


საფრანგეთმაც და ნორვეგიამაც სენეგალსა და ერაყს მარტივად აჯობეს, ხოლო ორივე თავდამსხმელმა თითოეულ მატჩში 2-2 გოლი გაიტანა.


სწორედ ამიტომ, ეს შეხვედრა ორი შეუჩერებელი მეგოლის დაპირისპირების შთაბეჭდილებას ტოვებს.



განსხვავებული გზები


ჰალანდსა და მბაპეს ერთმანეთის წინააღმდეგ საკლუბო დონეზე უკვე უთამაშიათ, თუმცა ეროვნულ ნაკრებებში ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება.


25 წლის ჰალანდი თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს ისეთივე ენთუზიაზმით ხვდება, როგორც ბავშვი, რომელიც პირველად მიდის გასართობ პარკში.


მბაპესთვის კი ეს ტურნირი უკვე შინაურ გარემოს ჰგავს - 27 წლის ასაკში ის მე-3 მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს.


ფრანგს მსოფლიო ჩემპიონატებზე საოცარი სტატისტიკა აქვს: 16 გოლი 16 მატჩში. ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მას მხოლოდ ლიონელ მესი უსწრებს.


მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატი 2018 წელს მოიგო, 2022 წელს კი ფინალისტი გახდა. გარდა ამისა, მან 2020 და 2024 წლების ევროპის ჩემპიონატებზე პლეი-ოფში გასვლა შეძლო.


ჰალანდი კი პირველ დიდ სანაკრებო ტურნირზე თამაშობს. მიუხედავად ამისა, ნორვეგიელს ერთი მნიშვნელოვანი ტიტული აქვს, რომელიც მბაპეს ჯერ კიდევ აკლია - 2023 წელს მან მანჩესტერ სიტისთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.



რეკორდსმენები


ორივე ფეხბურთელი საკუთარი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში 60 გოლი აქვს გატანილი, ჰალანდს კი ნორვეგიის ნაკრებში - 59.


თუმცა ნორვეგიელს შეუძლია იმით დაიმშვიდოს თავი, რომ ეს შედეგი გაცილებით ნაკლებ მატჩში დააფიქსირა - 59 გოლი მხოლოდ 52 შეხვედრაში, მაშინ როცა მბაპეს 60 გოლისთვის 100 მატჩი დასჭირდა.


მბაპე ბოლო 8 სეზონია საკლუბო დონეზე საუკეთესო ბომბარდირია - 6-ჯერ პარი სენ-ჟერმენთან ერთად ლიგა 1-ში და 2-ჯერ რეალთან ერთად ლა ლიგაში.


ჰალანდმა კი ბოლო 4 სეზონიდან სამში პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა.


ორივეს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ორჯერ აქვს მოგებული. მბაპემ ეს ჯილდო გასულ სეზონში რეალთან და 2023/24 წლების სეზონში (ჰარი კეინთან ერთად) მოიპოვა.


ჰალანდი საუკეთესო ბომბარდირი 2020/21 წლებში დორტმუნდში თამაშისას და 2022/23 წლებში სიტისთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების სეზონში გახდა.


საკლუბო დონეზე ისინი 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან 3-ჯერ გამარჯვებული მბაპე გამოვიდა, ერთხელ კი ჰოლანდი.


ორივე შესანიშნავ ფორმაშია. მბაპემ გასულ სეზონში რეალის მაისურით ყველა ტურნირზე 42 გოლი გაიტანა, ჰალანდმა კი სიტისთვის - 38.


ნორვეგიელს ნაკრების ბოლო 8 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი, მბაპემ კი „ლე ბლუს“ ბოლო 10 შეხვედრაში 10-ჯერ გამოიჩინა თავი.


ბრძოლის ხაზები გავლებულია


„ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო,“ - ასე ახასიათებდა ჰალანდი მბაპეს 2021 წელს.


მიუხედავად ურთიერთპატივისცემისა, ისინი ერთმანეთზე იშვიათად საუბრობენ.


თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების შემდეგ მედიის საშუალებით გარკვეული „შეტყობინებები“ გაცვალეს.


საფრანგეთის მეორე მატჩამდე, რომელიც ფრანგებმა ერაყთან 3:0 მოიგეს, მბაპემ თქვა:


ახლა ჰალანდზე საერთოდ არ ვფიქრობ. შესაძლოა, ისინი ჩვენზე ფიქრობენ, მაგრამ მე მთლიანად ერაყზე ვარ კონცენტრირებული.


რამდენიმე საათის შემდეგ ჰალანდმა საფრანგეთზე დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა:


სიმართლე გითხრათ, საფრანგეთთან თამაშზე განსაკუთრებული შიში არ მაქვს. ალბათ ისინი მოგვიგებენ და შემდეგ მთელ ტურნირსაც მოიგებენ.


მოედნის მიღმა ორივე ფეხბურთელი ერიდება ერთმანეთთან პირდაპირ დაპირისპირებას, თუმცა ბოსტონში მათი შეხვედრისას ნამდვილი საფეხბურთო ფოიერვერკებია მოსალოდნელი.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

france
ჰალანდი
მბაპე
norway

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვინ გახდება მუნდიალის საუკეთესო მეპასე - ექსპერტების პროგნოზი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვინ გახდება მუნდიალის საუკეთესო მეპასე - ექსპერტების პროგნოზი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რატომ ჩაიტანა ნორვეგიის ნაკრებმა საკუთარი პროდუქტები აშშ-ში?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რატომ ჩაიტანა ნორვეგიის ნაკრებმა საკუთარი პროდუქტები აშშ-ში?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფრანგი მცველის გეგმა ნორვეგიელის წინააღმდეგ

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფრანგი მცველის გეგმა ნორვეგიელის წინააღმდეგ
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მე-3 ტური - გადამწყვეტი დღე G, H და I ჯგუფებში

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მე-3 ტური - გადამწყვეტი დღე G, H და I ჯგუფებში
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

24 ივნ, 2026

ვინ გახდება მუნდიალის საუკეთესო მეპასე - ექსპერტების პროგნოზი

News image

25 ივნ, 2026

რატომ ჩაიტანა ნორვეგიის ნაკრებმა საკუთარი პროდუქტები აშშ-ში?

News image

21 სთ წინ

ფრანგი მცველის გეგმა ნორვეგიელის წინააღმდეგ

News image

3 სთ წინ

მე-3 ტური - გადამწყვეტი დღე G, H და I ჯგუფებში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება