მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთისა და ნორვეგიის მატჩის წინ, უპამეკანომ დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ აპირებს ერლინგ ჰალანდის განეიტრალებას, რომელსაც მიმდინარე მუნდიალზე უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.
მიუნხენის ბაიერნის მცველმა L'Equipe-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჰოლანდთან ბრძოლაში მთავარი სწორი პოზიციონირებაა:
ჰალანდს თვალი არ უნდა მოაშორო. ის პირველ მეტრებზე კილიან მბაპესავით ფეთქებადია. თუ ბურთის მიღებას ვერ დაასწრებ, ფლანგისკენ უნდა გააჩოჩო და დარტყმის კუთხე ჩაუკეტო. მასთან თამაში უფრო მოძრაობისა და ტაქტიკის ომია, ვიდრე ძალისმიერი ჭიდაობა. მან შეიძლება სულ 2-3-ჯერ მიიღოს ბურთი, მაგრამ ამ დროს 100%-ით დაიხარჯება
მცველმა ფრანგები ნორვეგიელთა კიდევ ერთ ფორვარდზე, ალექსანდრ სერლოტზეც გააფრთხილა, რომელიც ასევე ძალიან სწრაფი და ძლიერია. ეს მატჩი ჯგუფში პირველი ადგილის ბედს გადაწყვეტს.