-
Aa
+
ფონტის ზომა
მე-16 სათამაშო დღეს, G, H და I ჯგუფებში გადამწყვეტი შეხვედრები გაიმართება.
მოედანზე გასული 12 გუნდიდან 10-ს ჯერ კიდევ არ აქვს პლეიოფის საგზური მოპოვებული, თუმცა ზოგიერთის ამოცანა სხვებთან შედარებით უფრო მარტივია.
საფრანგეთმა და ნორვეგიამ უკვე გაინაღდეს 1/16-ფინალის საგზური, მაგრამ ბოსტონში მათი დაპირისპირება მაინც დიდ ინტერესს იწვევს.
მატჩი განსაზღვრავს, ვინ დაასრულებს I ჯგუფს პირველ ადგილზე. შეხვედრა კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის დუელადაც განიხილება - ორივეს ტურნირზე ამ დროისთვის 4 გოლი აქვს გატანილი.
გაცილებით მეტი დგას სასწორზე სენეგალისა და ერაყის შეხვედრაში. ორივე გუნდს 0 ქულა აქვს და პლეი-ოფში გასვლის ერთადერთი შანსი ჯგუფში მე-3 ადგილის დაკავებაა.
დიდი ალბათობით, ამისთვის გამარჯვება აუცილებელი იქნება.
H ჯგუფში ესპანეთი 2 ტურში დაგროვებული შედეგებით ლიდერია და ურუგვაის დამარცხების შემთხვევაში პირველ ადგილს ოფიციალურად გაინაღდებს.
ფრეც საკმარისი იქნება, თუ კაბო-ვერდე საუდის არაბეთს 5-ბურთიანი სხვაობით ან მეტით არ დაამარცხებს.
2 ქულაზე მყოფ ურუგვაის კი შეუძლია „ლა როხას“ გადაასწროს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს, თუ გვადალახარაში მოიგებს.
კაბო ვერდეს, რომელსაც ასევე ორი ქულა აქვს, დებიუტურ მსოფლიო ჩემპიონატზე სენსაციური სვლა შეუძლია გააგრძელოს და საუდის არაბეთთან გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში გავიდეს.
გარკვეულ სცენარში ფრეც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. თავის მხრივ, საუდის არაბეთი შემდეგ ეტაპზე გავა, თუ კაბო ვერდეს დაამარცხებს და ურუგვაი ესპანეთთან ვერ მოიგებს.
დღეს G ჯგუფის მატჩებიც გაიმართება, სადაც ოთხივე პოზიცია კვლავ ღიაა. ეგვიპტე ჯგუფს ლიდერობს ახალ ზელანდიასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატებზე მათი პირველი მოგება იყო.
ეგვიპტელები პირველ ადგილს გაინაღდებენ, თუ ირანს დაამარცხებენ. ფრეც საკმარისი იქნება, თუ ბელგია ახალ ზელანდიას 3 ან მეტი ბურთის სხვაობით ვერ მოუგებს.
ირანსაც აქვს შანსი, ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულოს - ამისთვის ეგვიპტე უნდა დაამარცხოს და ბელგიამ ახალ ზელანდიას ვერ უნდა მოუგოს.
ბელგია განსაკუთრებით მოტივირებული იქნება, რადგან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე გამოვარდა.
ისინი ჯგუფის სათავეში მოექცევიან, თუ ახალ ზელანდიას 3 ან მეტი ბურთის სხვაობით დაამარცხებენ და ეგვიპტე-ირანის მატჩი ფრედ დასრულდება.
ახალ ზელანდიას ჯგუფის მოგების შანსი აღარ აქვს, მაგრამ ისტორიაში მესამედ შეუძლია პლეი-ოფში გასვლა, თუ ბელგიას დაამარცხებს და ირანი ეგვიპტეს ვერ მოუგებს. მარცხის შემთხვევაში კი „ოლ უაითსი“ ნებისმიერ შემთხვევაში გამოეთიშება ტურნირს.
ნორვეგია - ნილანდი; აერი, ჰეგემი, მიოლერ ვულფე, რაიერსონი; ბერგე, ოდეგორი, აურსნესი; ჰალანდი, სორლოთი, ნუსა.
საფრანგეთი - მენიო; კუნდე, სალიბა, უპამეკანო, დინი; კონე, რაბიო; დემბელე, ოლისე, ბარკოლა; მბაპე.
სენეგალი - მენდი; კულიბალი, ნიახატე, დიატა, დიუფი; იდრისა განა გეიე, პაპე გეიე, ლამინ კამარა; ისმაილა სარი, ჯექსონი, მანე.
ერაყი - ბასილი; ჰუსეინ ალი, ტაჰსინი, ჰაშემი, დოსკი; ბაიეში, ალ-ამარი, ზაიდ ისმაილი, იკბალი; ქასემი, ჰუსეინი.
კაბო ვერდე - ვოზინია; სტივენ მორეირა, დინეი ბორგესი, პიკო ლოპეში, სიდნი; კევინ პინა, ჟამირო მონტეირო, ტელმო არკანჟო, გარი როდრიგეში; რაიან მენდეში, ლივრამენტო.
საუდის არაბეთი - ალ-ოვაისი; აბდულჰამიდი, ალ-ტამბაქტი, ალ-ამრი, ლაჯამი, ალ-ჰარბი; ალ-ხაიბარი, ნასერ ალ-დავსარი, ალ-ჯუვაირი, სალემ ალ-დავსარი; ალ-ბრიკანი.
ურუგვაი - მუსლერა; ვარელა, კასერესი, ოლივეირა, სანაბრია; ვალვერდე, ბენტანკური, უგარტე, კანობიო; ვინიასი, არაუხო.
ესპანეთი - უნაი სიმონი; პედრო პორო, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია; როდრი, პედრი; ლამინ იამალი, დანი ოლმო, ბაენა; ოიარსაბალი.
ეგვიპტე - შობეირი; ჰანი, იასერ იბრაჰიმი, რაბია, აჰმედ ფატუჰი; მარვან ატია, მოჰანად ლაშინი; სალაჰი, ემამ აშური, ზიკო; მარმუში.
ირანი - ბეირანვანდი; რეზაიანი, ნემათი, ხალილზადე, მოჰამადი; მოჰები, ეზატოლაჰი, ღოდოსი, იუსეფი; ტორაბი, ტარემი.
ახალი ზელანდია - კროკომბი; პეინი, ბინდონი, ბოქსალი, კაკაჩე; სტამენიჩი, ბელი; ჯასტი, სინგჰი, მაკკოვატი; ვუდი.
ბელგია - კურტუა; მეხელე, დე კუიპერი, მენიე, თეატე; დე ბრუინი, ტილემანსი, სალემაკერსი, რასკინი; ტროსარი; ლუკაკუ.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

