აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს, ახალი 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.
The Athletic-ის ინფორმაციით, ოფიციალური წინადადება არგენტინელმა სპეციალისტმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მიიღო. მისი მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე მუნდიალის დასრულებისთანავე იწურება.
მხარეებმა შეთანხმებით მოლაპარაკებები ტურნირის მსვლელობისას შეაჩერეს, რათა სრულად მატჩებზე ყოფილიყვნენ კონცენტრირებულები. პოჩეტინომ, რომლის მიმართაც ინტერესს იტალიური მილანიც იჩენდა, დაადასტურა, რომ სხვა კლუბების შემოთავაზებები აშშ-ის ნაკრების გამო დაბლოკა:
სხვადასხვა კლუბებიდან ნამდვილად გვქონდა შემოთავაზებები და ჩემი წარმომადგენლები შეხვდნენ კიდეც გარკვეულ ადამიანებს, რაც ფეხბურთში ნორმალურია. თუმცა, ჩემი პოზიცია მკაფიოა - მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე არაფერს მოვუსმენ. მუნდიალის შემდეგ არსებობს დიდი შანსი, რომ ფედერაციაში დავრჩე, თუ ეს ორივე მხარის ინტერესში იქნება
აშშ-ის ნაკრებმა პოჩეტინოს ხელში მუნდიალზე ჯგუფში პირველი ადგილი უკვე გაინაღდა (პირველი ორი მატჩის მოგების შემდეგ, ბოლო ტურში თურქეთთან რეზერვისტებით მინიმალურად დამარცხდნენ). 1/16 ფინალში ამერიკელები ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდებიან. ფედერაციას სურს, რომ პოჩეტინომ გუნდი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ციკლშიც გაწვრთნას, მით უმეტეს, რომ ამ პერიოდში აშშ-ს 2028 წლის კოპა ამერიკისა და 2030 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადის მასპინძლობა ელის.