• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
5 ფაქტი მუნდიალების ისტორიიდან, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

5 ფაქტი მუნდიალების ისტორიიდან, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დღევანდელ ბლოგში მუნდიალების მივიწყებულ ისტორიებს გავიხსენებთ



ინგლისური სირცხვილი


ინგლისელებმა პირველ სამ მუნდიალზე თამაში იუკადრისეს - გარდა იმისა, რომ ბრიტანელების აზრით, ისინი უფრო მაღალ დონეზე იყვნენ, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი - მუნდიალზე მონაწილეობაში ფიფას არაწევრობაც უშლიდათ ხელს. ბრიტანული ასოციაციები მსოფლიო ფეხბურთის ორანიზაციას 1946 წელს დაუბრუნდნენ - ინგლისი სადებიუტო მსოფლიო თასზე 1950 წელს, ბრაზილიაში გაემგზავრა. 


ჩილესთან მოგებული მატჩის შემდეგ, ბრიტანელები სენსაციურად აშშ-ს ნახევრად პროფესიონალურ ნაკრებთან დამარცხდნენ. ინგლისმა მესამე მატჩი ესპანეთთან დათმო და სადებიუტო მუნდიალს ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა.



უპელეო ბრაზილია


ფეხბურთის მეფედ აღიარებული ედნოს არანტეს დო ნასიმენტო, იგივე პელე, რომ ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია სამი მსოფლიო თასით არახალი ამბავია, მაგრამ ცოტას თუ ახსოვს ფაქტი, რომ ბრაზილიელთა ათიანმა თავისი მეორე მუნდიალი თითქმის მთლიანად გამოტოვა. 


1962 წლის ჩილეს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბრაზილია ჩეხოსლოვაკიას დაუპირისპირდა. პელემ შეხვედრის პირველივე ნახევარში მძიმე დაზიანება მიიღო - ათიანმა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა. სელსაომ მატჩი ათი კაცით ჩაამთავრა - პელემ მთლიანი მუნდიალი გამოტოვა. 


სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მეფემ თავისი გოლის გატანა მაინც მოასწრო - ათიანმა მექსიკელთა კარის აღება პირველივე ტურში მოასწრო. პელეს გარეშე დარჩენილ სელესაოს გარინჩამ ულიდერა - ბრაზილიამ ზედიზედ მეორედ იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა.



არგენტინის ამერიკული ფეხბურთის მაისურები


1986 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ერთმანეთს არგენტინისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. საკულტო მატჩის წინ ალბისელესტეს დამრიგებელი, კარლოს ბილარდო არგენტინელთა სათადარიგო მაისურით გამოწვეულ უკმაყოფილებას ვერ მალავდა - ელ ნარიგონი მიიჩნევდა რომ ლე კოკ სპორტიფის მაისურები დასველებისას საკმაოდ მძიმდებოდა, რაც მოთამაშეების გადაადგილებას აფერხებდა. 


ბილარდომ შტაბის ერთ-ერთ წევრს, რუბენ მოსკელას მსგავსი, უკეთესი მაისურების მოძებნა დაავალა - მოსკელა მეხიკოს ორმოცამდე სპორტული მაღაზიის შემოვლის შემდეგ ბაზაზე ორი ვარიანტით დაბრუნდა. არგენტინელებმა არჩევანი ლე კოკ სპორტიფის მსგავს მაისურზე შეაჩერეს, რომელიც რეალურად ამერიკული ფეხბურთისთვის იყო დამზადებული - ბრჭყვიალა ნომრიან მაისურებს წინ არგენტინის გერბი გადააკრეს და ინგლისთან საომრად გავიდნენ. საკულტო მატჩი, რომელშიც მარადონამ ჯერ ღმერთის ხელით გაიტანა ხოლო შემდეგ მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო გოლი შექმნა, ერთადერთი იყო სადაც ალბისელესტეს ეს მაისური ეცვა. 




მექსიკა კრუზეიროს ფორმით


მუნდიალებზე არაერთხელ ყოფილა სათამაშო მაისურების დრამა - სანამ საფეხბურთო ეკიპირება დაიხვეწებოდა, გუნდები ხშირად სათამაშოდ ერთი ფერის მაისურებით გამოდიოდნენ, რასაც როგორც წესი დიდი აჟიოტაჟი მოყვებოდა ხოლმე. 


1950 წლის მუნდიალის პირველი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს შვეიცარიისა და მექსიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ - პორტო ალეგრეში გამართულ მატჩში ორივე გუნდი წითელი მაისურით წარსდგა. მონეტის აგდების შემდეგ ფორმის შეცვლის ვალდებულება მექსიკელებს დაეკისრათ. მექსიკელებს სათადარიგო მაისური არ ჰქონდათ - ასტეკებმა ლოკალური კლუბის, პორტო ალეგრეს კრუზეიროს თეთრ-ლურჯი მაისურები მოირგეს. როგორც მაისურების ბრძოლაში, მატჩში გამარჯვებაც შვეიცარიელებს დარჩათ.



მათეუსის გახეული ბუცი


1990 წლის მუნდიალზე ოთხი წლის წინანდელი ფინალი განმეორდა - დასავლეთ გერმანია და არგენტინა ერთმანეთს ამჯერად რომში დაუპირისპირდნენ. ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ, ლოთარ მათეუსმა აღმოაჩინა, რომ ბუცი გახეოდა - კაპიტანს წლების ნაქონი ბუცის ახალი წყვილით შეცვლა მოუწია. 


მატჩის მიწურულს გერმანელებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიიღეს - ბურთთან ყველა ბუნდესნაკრების პენალტისტს, მათეუსს ელოდა:


ახალი წყვილი არც ისე კომფორტულად მქონდა ფეხზე, ამიტომ ანდრეას ბრემეს ვუთხარი პენალტი ჩემს მაგივრად შეესრულებინა


თავის მხრივ, ცაცია ბრემემ პენალტი მარჯვენა ფეხით დაარტყა - დასავლეთ გერმანია მსოფლიო ჩემპიონი გახდა.



ეს ჩემი კარიერის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო

ლოთარ მათეუსი.



ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

გერმანიის ნაკრები
ინგლისის ნაკრები
მარადონა
მექსიკა
მსოფლიო ჩემპიონატი
პელე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბრაზილიის ფენიქსი - ახალი ბუცები ნეიმარისთვის

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბრაზილიის ფენიქსი - ახალი ბუცები ნეიმარისთვის
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბრაზილია მსაჯის სამუდამოდ ჩამოცილებას ითხოვს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბრაზილია მსაჯის სამუდამოდ ჩამოცილებას ითხოვს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვინ უნდა იყოს განაცხადში: ნეიმარი თუ ჟოაო პედრო?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვინ უნდა იყოს განაცხადში: ნეიმარი თუ ჟოაო პედრო?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

4 ფაქტორი, რომელიც არგენტინას ჩემპიონობაში შეუშლის ხელს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

4 ფაქტორი, რომელიც არგენტინას ჩემპიონობაში შეუშლის ხელს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

4 სთ წინ

ბრაზილიის ფენიქსი - ახალი ბუცები ნეიმარისთვის

News image

4 სთ წინ

ბრაზილია მსაჯის სამუდამოდ ჩამოცილებას ითხოვს

News image

4 სთ წინ

ვინ უნდა იყოს განაცხადში: ნეიმარი თუ ჟოაო პედრო?

News image

13 წთ წინ

4 ფაქტორი, რომელიც არგენტინას ჩემპიონობაში შეუშლის ხელს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება