ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ (CBF) შოტლანდიასთან მატჩში (3:0) მომხდარი მსაჯობის გამო ფიფაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა.
მიუხედავად დამაჯერებელი მოგებისა, ბრაზილიელები ვინისიუს ჟუნიორის გაუქმებული გოლის გამო გაბრაზდნენ და ითხოვენ, რომ მექსიკელმა რეფერიმ, სესარ რამოსმა, მათ თამაშებზე აღარასდროს იმსაჯოს.
შეხვედრის 21-ე წუთზე ვინისიუსმა მეტოქეს ბურთი მოჰპარა და გაიტანა, თუმცა VAR-ის ჩარევის შემდეგ მსაჯმა ჯარიმა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. კარლო ანჩელოტის სტაფის აზრით, კონტაქტი მინიმალური იყო. ფედერაციის პრეზიდენტმა პირდაპირ ჯანი ინფანტინოს მისწერა და შეხსენა, რომ ამ მსაჯთან „ცუდი ისტორია“ ჯერ კიდევ 2018 წლის მუნდიალიდან (შვედეთთან მატჩიდან) აკავშირებთ.
საჩივარში ბრაზილიელებმა ორმაგ სტანდარტებზე ხაზგასასმელად მათი მთავარი მეტოქე - ლიონელ მესიც კი ახსენეს. წერილში წერია, რომ ტურნირზე მესის ავსტრიასთან ზუსტად მსგავსი ფიზიკური ბრძოლის შემდეგ გატანილი გოლი ჩაუთვალეს, ბრაზილიას კი უსამართლოდ სჯიან. მათივე თქმით, გოლის გაუქმებას თავად შოტლანდიელი ფეხბურთელებიც კი არ ელოდნენ.
მიუხედავად ამ სკანდალისა, ბრაზილიამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/16 ფინალში იაპონიას შეხვდება.