2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა მაყურებელთა დასწრების ისტორიული რეკორდი დაამყარა.
ფიფას ოფიციალური ინფორმაციით, რეკორდული მაჩვენებელი გერმანიისა და ეკვადორის ჯგუფური ეტაპის შეხვედრის დროს დაფიქსირდა, რომელიც ეკვადორის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ამ მატჩის შემდეგ ტურნირზე დასწრებულ მაყურებელთა საერთო რაოდენობამ 3 605 357 შეადგინა. ამ შედეგით 2026 წლის მუნდიალმა 1994 წლის აშშ-ის მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდი გააუმჯობესა, სადაც ჯამში 3 587 538 გულშემატკივარი იმყოფებოდა.
ვინაიდან ტურნირი ჯერ კიდევ გრძელდება და ფინალამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი, მოსალოდნელია, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატი პირველია ისტორიაში, რომელშიც 48 ეროვნული ნაკრები მონაწილეობს, რაც ტურნირის მასშტაბებსა და გულშემატკივართა აქტივობას მნიშვნელოვნად ზრდის.