• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ვინ გახდება მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი? - ექსპერტების პროგნოზი
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ვინ გახდება მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი? - ექსპერტების პროგნოზი

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2022 წლის ყატარის მუნდიალზე ოქროს ბურთი ლიონელ მესიმ აღმართა.


ეს ჯილდო ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა და მას მედიის წარმომადგენლები ირჩევენ. წინა 11 გამარჯვებულიდან გამონაკლისის გარეშე ყველამ მიაღწია ნახევარფინალს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდური წარმატება გადამწყვეტია.


მთავარი ფავორიტები


ლიონელ მესი (არგენტინა): მესიმ პირველივე ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა, ავსტრიასთან კი კიდევ ორი გოლი შეაგდო და 38 წლის ასაკში ბუკმეიკერების მთავარ ფავორიტად იქცა. არგენტინას მეოთხედფინალამდე მარტივი გზა აქვს, მესის გარშემო არსებული ემოციური ფონი კი (ეს მისი ბოლო მუნდიალია) მას დიდ უპირატესობას ანიჭებს.

კილიან მბაპე (საფრანგეთი): რეალის ფორვარდს მიმდინარე მუნდიალზე უკვე 4 გოლი აქვს და საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა (60 გოლი). თუმცა, მხოლოდ გოლები საქმეს არ შველის - წინა მუნდიალებზე 12 გოლის გატანის მიუხედავად, მას ეს ჯილდო მაინც არ მისცეს, რადგან მედია თანაბარ ბრძოლაში უპირატესობას ხშირად მესის ანიჭებს.

მაიკლ ოლისე (საფრანგეთი): მიუხედავად იმისა, რომ მბაპე მთავარ სათაურებს იპყრობს, ბაიერნის ვინგერი მოედანზე საოცრებებს აკეთებს. მას უკვე 3 საგოლე პასი აქვს. თუ საფრანგეთი ფინალში გავა, ოლისე სამეულში მოხვდება, თუმცა ჯილდოს მოსაგებად მან მბაპე უნდა დაჩრდილოს.

ჰარი კეინი (ინგლისი): კეინი ინგლისის ნაკრების უალტერნატივო ლიდერია და ოქროს ბურთის (Ballon d'Or) მოგების მთავარი ფავორიტიცაა. განასთან უგოლო ფრისა და გაცუდებული მომენტის გამო მისი შანსი გაიზარდა, თუმცა ინგლისი ბადის შედარებით მარტივ მხარესაა და კეინზე ფსონის დადება კვლავ მომგებიანია.

ლამინ იამალი (ესპანეთი) და ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია): იამალი ესპანეთის მთავარი შემოქმედია და საუდის არაბეთთან უკვე გაიტანა. ვინისიუსმა ჯგუფურ ეტაპზე 4 გოლი შეაგდო, თუმცა ბრაზილია არ გამოიყურება დამაჯერებლად, თავად ფეხბურთელს კი მედიაში ბევრი კრიტიკოსი ჰყავს.

ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია): ორ მატჩში გატანილი 4 გოლის შემდეგ მისი შანსი შემცირდა. თუმცა, ჯილდოს მოსაგებად ნორვეგიამ მინიმუმ ნახევარფინალს უნდა მიაღწიოს, რაც ძალიან რთული იქნება.


ფარული ფავორიტები და აუტსაიდერები


ბრუნო ფერნანდესი (პორტუგალია): პორტუგალიის ნაკრებში ბრუნოს სრული თავისუფლება აქვს, რაც უზბეკეთთან ასისტითა და 2 საკვანძო პასით დაამტკიცა.

ჯუდ ბელინგემი (ინგლისი): ბელინგემმა ინგლისის ნაკრებში, თომას ტუხელის ხელში, ათიანზე ითამაშა და ხორვატიას გაუტანა. ის ელიტარული შემსრულებელია და თუ ინგლისი შორს წავა, ბელინგემი აუცილებლად ჩაერთვება ბრძოლაში.

პედრი (ესპანეთი): როდრის ზურგსუკან ყოფნით, პედრის ხელ-ფეხი გახსნილი აქვს და საშუალოდ 2.5 საკვანძო პასს აკეთებს. 48-გუნდიან ტურნირზე ნახევარმცველებს თამაშის გაკონტროლების მეტი შანსი აქვთ.

სხვა რეგიონები: აშრაფ ჰაკიმი (მაროკო), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე) და ბრაჰიმ დიასი (მაროკო) - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთა ნაკრებების წარმატების შემთხვევაში, კოეფიციენტები მკვეთრად შემცირდება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მაიკლ ოლისე
მბაპე
მესი
მსოფლიო ჩემპიონატი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

5 ფაქტი მუნდიალების ისტორიიდან, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

5 ფაქტი მუნდიალების ისტორიიდან, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

4 ფაქტორი, რომელიც არგენტინას ჩემპიონობაში შეუშლის ხელს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

4 ფაქტორი, რომელიც არგენტინას ჩემპიონობაში შეუშლის ხელს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

აშშ-ს ნაკრებმა პოჩეტინოს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

აშშ-ს ნაკრებმა პოჩეტინოს ახალი კონტრაქტი შესთავაზა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კვარაცხელია დემბელეს გოლს გამოეხმაურა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კვარაცხელია დემბელეს გოლს გამოეხმაურა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

6 სთ წინ

5 ფაქტი მუნდიალების ისტორიიდან, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

News image

5 სთ წინ

4 ფაქტორი, რომელიც არგენტინას ჩემპიონობაში შეუშლის ხელს

News image

3 სთ წინ

აშშ-ს ნაკრებმა პოჩეტინოს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

News image

3 სთ წინ

კვარაცხელია დემბელეს გოლს გამოეხმაურა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება