• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
გიორგი ჩუბინიძის პირველი პროფესიონალური კონტრაქტი ბორნმუთთან
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

გიორგი ჩუბინიძის პირველი პროფესიონალური კონტრაქტი ბორნმუთთან

26 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გიორგი ჩუბინიძემ ბორნმუთთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.


18 წლის განაპირა ნახევარმცველმა „ალუბლების“ აკადემიაში ყველა საფეხური გაიარა მას შემდეგ, რაც კლუბს 2020 წელს, 12 წლის ასაკში, შეუერთდა.


მას შემდეგ ჩუბინიძე ასაკობრივ გუნდებში გამორჩეულად თამაშობდა და განვითარება 2025/26 წლების სეზონის მეორე ნახევარში დორჩესტერ თაუნში იჯარით ყოფნის დროს განაგრძო.


ჩუბინიძემ დორჩესტერის მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და Southern League Premier South-ის წარმომადგენლის რიგებში 3 გოლი გაიტანა.


უინჩესტერში დაბადებულ ფეხბურთელს ასევე საქართველოს ნაკრების ასაკობრივ გუნდებში უთამაშია და მონაწილეობა მიიღო UEFA-ს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო და ელიტ რაუნდებში.


პირველი პროფესიული კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჩუბინიძემ განაცხადა:


„ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უზარმაზარი მომენტია.


უამრავი ადამიანის მადლიერი ვარ, მაგრამ განსაკუთრებით მინდა ღმერთს გადავუხადო მადლობა. თავს ძალიან დალოცვილად ვგრძნობ, რომ ამ შესანიშნავ კლუბში ასეთი შესაძლებლობა მომეცა.


მოუთმენლად ველოდები მომავალ სეზონს, მინდა ძლიერი სტარტი ავიღო და ვნახო, სადამდე მიმიყვანს ეს გზა.


აქ უკვე დიდი ხანია ვარ და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ განვითარდა კლუბი, ისევე როგორც მე. ვამაყობ იმით, თუ როგორ გავიზარდე როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება. იმედი მაქვს, ეს პროგრესი გაგრძელდება.


საკუთარი შესაძლებლობების მჯერა და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა შევძლო პირველ გუნდში გადასვლა.


მაღალი მიზნები მაქვს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია.“


აკადემიის დირექტორმა სემ გისბორნმა განაცხადა:


ძალიან გვიხარია, რომ გიორგიმ ჩვენთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.


გასულ სეზონში დორჩესტერ თაუნში შესანიშნავი იჯარა ჰქონდა, სადაც ნათლად გამოავლინა თავისი ხარისხი, შრომისმოყვარეობა და პროგრესისკენ სწრაფვა. მოუთმენლად ველით, რომ მომავალ სეზონში კიდევ უფრო მეტს ვიხილავთ მისგან."


გიორგი მანუელ გონსალვეშ ჩუბინიძე 2007 წელს ინგლისში დაიბადა. მას ქართველი მამა და პორტუგალიელი დედა ჰყავს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბორნმუთი
ქართული ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მოლაპარაკებები დაიწყო? ახალი ინფორმაცია მიქაუტაძის ტრანსფერზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოლაპარაკებები დაიწყო? ახალი ინფორმაცია მიქაუტაძის ტრანსფერზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ტრანსფერი პრაქტიკულად დასრულებულია" - რა იწერება ქოჩორაშვილზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ტრანსფერი პრაქტიკულად დასრულებულია" - რა იწერება ქოჩორაშვილზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გოჩოლეიშვილი ესპანური კლუბის მარჯვენა ფლანგს გააძლიერებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გოჩოლეიშვილი ესპანური კლუბის მარჯვენა ფლანგს გააძლიერებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რამდენი სარეიტინგო ქულა დააგროვა საქართველომ ევროტურნირებზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რამდენი სარეიტინგო ქულა დააგროვა საქართველომ ევროტურნირებზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 სთ წინ

მოლაპარაკებები დაიწყო? ახალი ინფორმაცია მიქაუტაძის ტრანსფერზე

News image

15 სთ წინ

,,ტრანსფერი პრაქტიკულად დასრულებულია" - რა იწერება ქოჩორაშვილზე?

News image

15 სთ წინ

გოჩოლეიშვილი ესპანური კლუბის მარჯვენა ფლანგს გააძლიერებს

News image

12 სთ წინ

რამდენი სარეიტინგო ქულა დააგროვა საქართველომ ევროტურნირებზე?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება