მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და აქსელ დისასი ასტონ ვილაში ითამაშებს.
ფრანგი მცველი ბირმინგემულ კლუბში იჯარის წესით გადავა და მის ანაზღაურებას მთლიანად ასტონ ვილა გადაიხდის.
თითქოს ვილა ამ ტრანსფერის განხორციელებას აღარ აპირებდა და საქმეში ტოტენჰემი იყო ჩართული, მაგრამ დისასიმ სპურსში გადასვლაზე უარი თქვა, ასტონ ვილამ კი ჩელსის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ბირმინგემელებს სეზონის ბოლოს მოთამაშის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.
ასტონ ვილამ უკვე გააოფიციალურა მარკუს რაშფორდისა და მარკო ასენსიოს ტრანსფერები.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები