-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის მებრძოლთა განახლებულ რეიტინგში სიახლეა. რომან დოლიძე უკვე ორი წონითი კატეგორიის საუკეთესო 15 მებრძოლს შორისაა.
ქართველი მებრძოლი საშუალო წონის რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს, ქვემძიმე წონაში კი მე-15 პოზიციაზეა.
რომანის გარდა ორი წონის ტოპ 15-ში ერთადერთ მებრძოლს ვხვდებით. მაქს ჰოლოუეი ქვემსუბუქ წონაში მე-2 ადგილზეა, მსუბუქში კი მე-9-ზე.
დოლიძე პირველი ქართველი გახდა, რომელიც ორი წონის ტოპ 15-ში მოხვდა.
სუპერ მსუბუქი წონის რეიტინგის ლიდერად რჩება მერაბ დვალიშვილი, რომელიც შონ ომალისთან საჩემპიონო ბრძოლას 14 სექტემბერს ლას ვეგასში გამართავს.
ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია კი P4P საერთო რეიტინგში მე-4 ადგილზეა. მას ისლამ მახაჩევი, ალექს პერეირა და ჯონ ჯონსი უსწრებენ. თოფურია ჩემპიონის ქამარს 26 ოქტომბერს აბუ დაბიში მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს.
თ
თაზო ჩარკვიანი