-
Aa
+
ფონტის ზომა
მერაბ დვალიშვილმა არიელ ჰელუანისთან ინტერვიუში 2025 წლის გეგმებზე ისაუბრა.
"ჩემი თავდაპირველი გეგმა სექტემბერში ქამრის მოგებიდან 6 თვეში დაბრუნება იყო და ამ გეგმას არ გადავუხვევ. მარტში ბრძოლას ვისურვებდი, მარტის შემდეგ შესაძლოა ზაფხულში და შემდეგ იმედია ნიუ იორკში, ნოემბერში.
ეს ჩემი ოცნების ასრულება იქნება. ყოველთვის მინდოდა ნიუ იორკში ბრძოლა, მაგრამ ამის შანსი არ მომცემია.
წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იქნება ჩემი შემდეგი მეტოქე, მაგრამ ისე ჩანს, რომ შესაძლოა ეს შონ ო'მალი იყოს, მაგრამ ეს ჯერ არავინ იცის. მინდა, რომ ვინც საუკეთესო იქნება, იმასთან ვიბრძოლო. თუ UFC მთხოვს, ო'მალის ისევ ვეჩხუბები." - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.
დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარი სწორედ შონ ო'მალისთან ბრძოლაში მოიპოვა, უმარ ნურმაგომედოვთან კი ის პირველად დაიცვა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები