მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
არიელ ჰელუანისთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილმა გაიხსენა თუ როგორ დაიხსნა თავი კალიფორნიის კომისიისგან.
"ვწუხდი, რომ კომისია ბრძოლის საშუალებას არ მომცემდა. კალიფორნიაში ძალიან მკაცრი კომისიაა.
კომისიის წარმომადგენელმა მითხრა, რომ მისთვის ფეხი მეჩვენებინა, ავიწიე შარვალი მარცხენა ფეხზე და ვანახე.
შემდეგ მან საუბარი გააგრძელა და მითხრა, რომ მეორე ფეხიც მეჩვენებინა, მე კი ისევ მარცხენა ფეხი ვაჩვენე და ჩემი ჭრილობის შესახებ არ გაუგია." - გაამხილა ქართველმა ჩემპიონმა.
მერაბ დვალიშვილს UFC 311-მდე მარჯვენა ფეხზე ტრავმა აწუხებდა. მას ჭრილობა ჰქონდა, რომელზეც ინფექცია შეეჭრა და სიტუაცია გაურთულდა, რამაც ბრძოლის მზადებაში ხელიც შეუშალა.
ქართველმა ტრავმის მიუხედავად უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ქამარი დაიცვა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები