მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის ორგზის ყოფილმა ჩემპიონმა და ოლიმპიურმა ოქროსმედალოსანმა, ჰენრი სეხუდო მერაბ დვალიშვილის პერფორმანსზე კომენტარი გააკეთა.
"მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია.
ჩემპიიონმა წარმოუდგენელი სისწრაფე შესთავაზა უმარ ნურმაგომედოვს და 30-დან 7 გდება შეუსრულა, თან გულშემატკივრებისთვის შოუსაც დგამდა. მგონია, რომ მერაბის საჩემპიონო გამოცდილებამ მოიგო ეს ბრძოლა.
ის წონის ყველა დროის საუკეთესოა, ყოველ შემთხვევაში ჩემს თვალში ასეა. იმ ხალხის რაოდენობა, ვინც მან დაამარცხა, დიდებულია." - განაცხადა სეხუდომ.
ქართველი ჩემპიონის რეზიუმეში ჰენრის სახელსაც შევხვდებით. ის დვალიშვილმა 2024 წლის თებერვალში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, რის შემდეგ შონ ო'მალისთან სატიტულო ბრძოლაც დაიმსახურა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები