-
Aa
+
ფონტის ზომა
პსჟ-ს მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.
25 წლის იტალიელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისში ეწურება.
„მისი მომავალი პსჟ-ში? ჩვენ ფიქრის ეტაპზე ვართ. ვნახოთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლა მოლაპარაკებები გაჩერებულია.
დაბრუნება სერია ა-ში? ფეხბურთში არასდროს არ უნდა თქვა "არასდროს". ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს წლებში. ახლა ის პსჟ-ზეა კონცენტრირებული." - აღნიშნა ენცო რაიოლამ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები