-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემეირ ლიგის 28-ე ტურში მანჩესტერმა და არსენალმა ქულები გაიყვეს.
ოლდ ტრაფორდზე გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველ ტაიმში ბრუნოს გატანილ ჯარიმას მეორე ნახევარში დეკლან რაისმა თავისი გოლით უპასუხა.
VIDEO: ბრუნო ფერნანდეშის ბრწყინვალე ჯარიმა არსენალის კარში
მატჩის მიწურულს ორივე გუნდს ჰქონდა წინ გასვლის შანსი, თუმცა ჯერ ონანამ და შემდეგ დავიდ რაიამ კარის გადარჩენა შეძლეს.
მანჩესტერმა 34 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-14 პოზიციას იკავებს, არსენალს კი 55 ქულა დაუგროვდა და გუნდი ლივერპულს, რომელსაც ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული, 15 ქულით ჩამორჩება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები