Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში კარლსრუემ მაგდებურგი მიიღო.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჩაატარა და დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
ქართველმა თავდამსხმელმა მე-13 წუთზე ანგარიში 2-0 გახადა, 25-ე წუთზე კი უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს, მე-40 წუთზე, კი ბუდუმ საგოლე პასი პოლ ნებელს გაუკეთა.
ზივზივაძეს მიმდინარე გათამაშებაში უკვე 10 გოლი დაუგროვდა.
მწვრთნელმა ფორვარდი თამაშიდან 65-ე წუთზე გაიყვანა, კარლსრუემ კი მეტოქე 7-0 გაანადგურა. ბუდუმ Sofascore-ის მიხედვით 9.1 შეფასება დაიმსახურა.
ამ გამარჯვების შემდეგ გუნდი 38 ქულით მე-7 ადგილზეა და მე-3 ადგილზე მყოფ ჰამბურგს 6 ქულით ჩამორჩება.
ბუდუ ზივზივაძე კი ლუქსემბურგთან მატჩს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება.
კომენტარები
1 დღის წინ
8 საათის წინ
2 საათის წინ
6 საათის წინ