9 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურში ალბანეთთან ჩასატარებელი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა ისაუბრა და გულშემატკივრების მიმართ მოწოდებაც გააკეთა.
“ჩვენი ჰიმნის დროს რომ ალბანელები ყმუოდნენ, ეს მხოლოდ მათ ღირებულებებზე მეტყველებს.
ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ იგივე არ გაიმეორონ და 90 წუთის განმავლობაში გვიგულშემატკივრონ” - დვალის სიტყვებს Geo Team ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ტირანაში ალბანელი გულშემატკივრები საქართველოს ჰიმნის დროს სტვენით შეხვდნენ. იმ მატჩში ქართველებმა გიორგი ქოჩორაშვილის გოლით იმარჯვეს.
საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებთა მატჩი 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
გ
გიორგი ლემონჯავა
კომენტარები