მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფლორენტინო პერესი ფიფას მოწვევით პარიზში იყო და ეს შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მბაპეზე სალაპარაკოდ გამოიყენა.
მადრიდულმა კლუბმა რამდენიმე თვის წინ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ არცერთ თავის ფეხბურთელს ოლიმპიადაზე არ გაუშვებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ ზაფხულიდან კილიან მბაპეც რეალის ფეხბურთელი იქნება - მაკრონმა, ისევე როგორც ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელმა, ტიერი ანრიმ, პერესთან დალაპარაკება და მბაპეს გამოშვებაზე დაყოლიება სცადეს.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატია, კილიანს ორივე სანაკრებო ტურნირზე მოუწევდა თამაში, რის გამოც საკლუბო სეზონის დასაწყისს გამოტოვებდა.
L'Equipe-ს და ესპანური პრესის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან თხოვნისა და ზეწოლის მიუხედავად, პერესმა თავისი კლუბის ფეხბურთელების ოლიმპიადაზე გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
ამრიგად, მბაპე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს და რეალს აგვისტოს დასაწყისში, ევროპის ჩემპიონატის შემდგომი შვებულების მერე შეუერთდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
22 საათის წინ
6 საათის წინ
9 საათის წინ
1 დღის წინ