Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა, საქართველოსთან მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა.
მარვინ მარტინსი
"ჯერ არ ვიცით, შეძლებს თუ არა მარტინსი საქართველოსთან თამაშს. მისი გამოჯანმრთელება იმაზე სწრაფად მიდის, ვიდრე გვეგონა. თუ პირველი თამაშისთვის არ იქნება მზად, მაშინ მეორესთვის შეძლებს. იგივე სიტუაციაა ოლივიერ ტილის შემთხვევაშიც."
ფსიქოლოგიური მდგომარეობა
"ფსიქოლოგიური მზაობა ძალიან მნიშვნელოვანია. იმ გამოცდილებით, რაც ჩვენს ბიჭებს აქვთ, დარწმუნებული ვარ, უშიშრად და გამბედავად ითამაშებენ. ჩემი ჩათვლით ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ ემოციებმა არ გვძლიოს."
პენალტები
"მეკარეების მწვრთნელს უკვე ვესაუბრე, მოთამაშეებს ვავარჯიშებთ. ვარჯიშებზე და 50 ათასი გულშემატკივრის წინაშე პენალტის დარტყმა ერთი და იგივე არ არის. გული მეტად ფეთქავს. ზოგს უფრო ძლიერი ხასიათი აქვს და სხვებზე ნაკლებად ემოციურია. ჩვენს თავებში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ."
უიქენდი
"ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ უიქენდზე არაფერი დაგეგმოს. რაც შეიძლება მეტ მატჩს მინდა, რომ ვუყურო. ვიცი, რომ ჩვენსა და მეტოქის მოთამაშეს შორის დუელი შედგება. ბოლო კვირებში ბევრი ტრავმა გვქონდა, ზოგიერთი მათგანი არ ითამაშებს, მაგალითად ჯერსონ როდრიგესი, რომელმაც მითხრა, რომ სლოვანის ქართველებს თავად შეუძლიათ არჩევა ითამაშონ თუ არა. ალბათ მიხვდებით, რა ვურჩიე ჯერსონს."
მოლოდინი საქართველოსგან
"ეს არის გუნდი, რომელიც მისი მწვრთნელის, ვილი სანიოლის, მსგავსად თამაშობს: ძალიან სერიოზულად და ზედმიწევნით, თუმცა ჩვენც ასე მოვიქცევით."
ბონუსი კვალიფიკაციის შემთხვევაში
"ამაზე პრეზიდენტსა და მოთამაშეებს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ვფიქრობ ფინანსებს ასეთ დროს წონა არ აქვს. მოთამაშეებს არჩევანი რომ გააკეთებინოთ კვალიფიკაციასა და ფულს შორის, გასაგებია რასაც აირჩევენ."
ლუქსემბურგის განაცხადი ცნობილია
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 21 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში ლუქსემბურგს მიიღებს.
კომენტარები
1 დღის წინ
7 საათის წინ
1 საათის წინ
5 საათის წინ