მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ენდი კოული ვერ ხვდება, რატომ გადაიხადა მანჩესტერ იუნაიტედმა ანტონიში ასეთი დიდი თანხა.
მანკუნიანელებმა ბრაზილიელი შემტევი აიაქსიდან 2022 წელს 100 მილიონ ევროდ დაიმატეს.
მან იუნაიტედის ექს-ფორვარდმა ანტონიზე კლუბის მხრიდან კრისტალ პალასის შემტევის, მაიკლ ოლისეს მიმართ ინტერესის ფონზე ისაუბრა.
როგორც ამბობენ, ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედის და კომპანია Ineos-ის პრიორიტეტული სამიზნე მაიკლ ოლისე იქნება. მიგაჩნიათ თუ არა, რომ მას შეუძლია ანტონის აჯობოს და გაღელვებთ თუ არა მისი ბოლოდროინდელი ტრავმატულობა?
„ეს ბიჭი ძალიან მომწონს, უნიჭიერესია, რაც ჯერ რედინგში აჩვენა და შემდეგ კრისტალ პალასში დაამტკიცა. რაც შეეხება ტრავმებს - ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და როგორც ჩანს, მან კრისტალ პალასში ამ კუთხით მოუმატა, თანაც ჯერ მხოლოდ 22 წლის არის.
ჯობია თუ არა ანტონის? ცალსახად. დუაით იორკის სიტყვები შემხვდა ანტონიზე და რაღაც მხრივ, ის ცოტათი მეცოდება. ჯერაც ვერ ვხვდები, რატომ გადაიხადა კლუბმა მასში ამდენი. კი, შეგიძლიათ თქვათ, რომ ის ახალგაზრდაა და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ ვხედავ ვერაფერს, რაშიც ის კარგია.
თუ ზაფხულში ოლისე მანჩესტერში გადმოვა, მას გუნდისთვის გაცილებით დიდი სარგებლის მოტანა შეეძლება, იმიტომ რომ ის ძალიან მიზანდასახული, კრეატიული და გამტანია. თუ ეს ტრანსფერი შედგა, ის გუნდს სწორი მიმართულებით წაიყვანს.“ - აღნიშნა კოულმა.
კომენტარები
3 დღის წინ
16 დღის წინ
5 დღის წინ
3 საათის წინ