მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფულემთან წაგების შემდეგ, ჩელსის ნახევარმცველს, ენცო ფერნანდესს, პრემიერ ლიგის სატიტულო ბრძოლაზე ჰკითხეს.
„ეს ჩემთვის გაუგებარი კითხვაა. თუ მწვრთნელი ამბობს, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ ტიტულისთვის ბრძოლაში, ესეიგი ასეც არის.
ჩვენ ყოველთვის ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ იმისთვის, რომ ჩელსის ღირსება დავიცვათ და პრემიერ ლიგის ცხრილშიც იმდენად მაღალი პოზიცია დავიკავოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება." - აღნიშნა ენცომ.
ფულემთან საშინაო მარცხისა და ლივერპულის მიერ ლესტერის დამარცხების შემდეგ, გუნდებს შორის სხვაობა 7 ქულამდე გაიზარდა, თანაც ისე, რომ მერსისაიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები