სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იანგ ბოიზი - ატალანტას მატჩში შვიდი გოლი გავიდა, მაგრამ შოუ შარლ დე კეტელარემ მოიპარა.
ჯანპიერო გასპერინის გუნდმა სტუმრად 6:1 მოიგო და გუნდის ექვსი გოლიდან ხუთში უშუალო მონაწილეობა სწორედ დე კეტელარემ მიიღო, რომელმაც ორჯერ თავად გაიტანა და სამჯერ თანაგუნდელს გაატანინა.
ოთხი საგოლე მოქმედება ბელგიელს პირველივე ტაიმში ჰქონდა, შესვენების შემდეგ კი მეორე გოლი ჩაიწერა აქტივში.
მიუხედავად ამ ტურნირზე პირველი გოლის გაშვებისა, ატალანტამ შოუ დადგა, 11 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო ტურში გუნდი საკუთარ სტადიონზე რეალს უმასპინძლებს.
იანგ ბოიზი კი 5 ტურის შემდეგ უქულოდ რჩება და გუნდმა ბოლო ადგილზე სლოვან ბრატისლავა, უფრო ცოტა გატანილი გოლის გამო ჩაანაცვლა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები