2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნოვაკ ჯოკოვიჩი თავისი კარიერის მთავარი მეტოქის, რაფა ნადალის სპორტიდან წასვლას ემოციური წერილით გამოეხმაურა.
„რაფა, ერთი პოსტი არ არის საკმარისი იმ პატივისცემისთვის, რომელსაც განვიცდი შენს და იმ ყველაფრის მიმართ, რაც ჩვენი სპორტისთვის გააკეთე. მილიონობით ბავშვს ჩოგბურთის თამაში მოანდომე და ვფიქრობ, ეს არის უდიდესი მიღწევა, რომელსაც ნებისმიერი ისურვებდა.
შენი გამძლეობა, თავდადება, საბრძოლო სულისკვეთება არის ის, რაც მომავალ ათწლეულებში ახალ თაობას ასწავლიან, შენი მემკვიდრეობა კი სამუდამოდ იცოცხლებს. მხოლოდ შენ იცი, რაზე მოგიწია წასვლა იმისთვის, რომ ჩოგბურთის და ზოგადად სპორტის კერპი გამხდარიყავი.
მადლობა, რომ ამდენჯერ გამაღებინე მაქსიმუმი ჩვენი პაექრობების დროს. ჩვენმა დაპირისპირებებმა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია.
ესპანეთის ღირსების დაცვის დროს შენი ვნება ყოველთვის გამორცეული იყო. საუკეთესო გამომშვიდობებას გისურვებ დევისის თასზე, მალაგაში, სადაც პირადად ჩამოვალ, რათა შენს უდიდეს კარიერს პატივი მივაგო." - წერს სოციალურ ქსელში სერბი ლეგენდა.
Rafa, one post is not enough to express the respect I have for you and what you have done for our sport. You have inspired millions of children to start playing tennis and I think that’s probably greatest achievement anyone can wish for. Your tenacity, dedication, fighting spirit… pic.twitter.com/HO9kUkyccN
— Novak Djokovic (@DjokerNole) October 10, 2024
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები